28 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ კიევის ჯარების მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთში გაუარესდა, რუსეთი იერიშზეა "მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ" და მიაღწია "გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს" - აიძულა უკრაინის ჯარები ახალ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრებულიყვნენ. ”სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა”, - წერს გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი Telegram-ზე. სირსკის თანახმად, რუსეთის ჯარმა რამდენიმე მიმართულებით გააძლიერა იერიში და მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია ძალების და საშუალებების მხრივ. სირკი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის მეთაურები უკან იხევენ უფრო დაცულ პოზიციებზე, "რათა დაზოგონ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა". სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა მიაღწია გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. უკრაინა უფრო ადრე იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ახალი დარტყმა მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მოუწოდა ევროკავშირს და ნატოს, დააჩქარონ პროცესი, რათა მისი ქვეყანა უფრო სწრაფად შეუერთდეს დასავლურ ორგანიზაციებს. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები - კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე - მუშაობენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე. ასევე ნახეთ დაჩქარდა რუსეთის ჯარის წინსვლა ავდეევკის დასავლეთით - ბრიტანეთის დაზვერვა ...