ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს. წინა სხდომასთან შედარებით, მსჯელობა უფრო დიდ სივრცეში, პარლამენტის კინოდარბაზში მიმდინარეობს. მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. განხილვა თავიდანვე მწვავე კამათით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოფიციალურად გააფრთხილა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი. შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, სხდომა დაატოვებინა. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმეწუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ განაახლა სხდომა. ამჯერად მან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი გააძევა დარბაზიდან. три ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 30 აპრილს. „ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ვითომ სესია არის დღეს“, - მიმართა მან ოპოზიციას. ასევე ნახეთ პარლამენტი არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე არ დაუშვებს ონლაინმედიას იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. დღეს, 29 აპრილს, მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში. ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე. три „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, მიღების შემთხვევაში, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ასევე ნახეთ „არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“ - NGO-ების და მედიაორგანიზაციების განცხადება ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხე...