რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, წუხელ უცნობი პირები თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან და მოქმედებაში მოიყვანეს ასაფეთქებელი ნივთიერება. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და დაშავდა ოთხი სამართალდამცველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გაანადგურეს თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობა და ვინაობა არ სახელდება. "ადგილზე ნაპოვნია რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მუშაობენ საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ 22 აპრილს საპატრულო პოლიციის ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაში, რასაც ორი პოლიციელი ემსხვერპლა. ასევე ნახეთ ყარაჩაიში თავდასხმისას ორი პოლიციელი მოკლეს ტელეგრამის არხების თანახმად, ორშაბათს, 22 აპრილის ღამეს, ყარაჩაიში პოლიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა პოლიციას გასტაცეს სამსახურებრივი იარაღი, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და საბრძოლო მასალა. ...