რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 29 აპრილს აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, სოფელი დაიკავა და განაგრძობს სვლას დასავლეთით - იმ ფონზე, როცა უკრაინის შეთხელებული ძალები უკან იხევენ. "ძალების ცენტრალური ჯგუფის დანაყოფებმა გაათავისუფლეს სოფელი [სემენივკა] დონეცკში", - წერს სამინისტრო ტელეგრამით. უკრაინას ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია, ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. სემენივკა მდებარეობს ახლოს ავდეევკასთან, რომელიც თებერვალში დაიპყრეს რუსეთის ძალებმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი 28 აპრილს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აღმოსავლეთში ვითარება რთულდება და რუსეთი "ფრონტის მთელ ხაზს" უტევს. ასევე ნახეთ როგორ კარგავდნენ უკრაინელები დონბასს ...