ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5 მაისიდან 10 მაისამდე ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი 29 აპრილს. საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა მყარად ინარჩუნებს გაღრმავების ტენდენციას, ორ ქვეყანას შორის არის სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა - განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა. მისივე თქმით, სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებას გამართავს ორმხრივი ურთიერთობის და ჩინეთ-სერბეთის კავშირების გაღრმავების თაობაზე. ასევე ნახეთ რუსეთის პრეზიდენტი მაისში ჩინეთს ეწვევა ...