ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი, ავტორიტარი ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მან თავისი 16 წლის ვაჟი დანიშნა ჩეჩნეთის საგანგებო ძალების სკოლის ზედამხედველად ქალაქ გუდერმესში. ადამ კადიროვმა გასული წლის აგვისტოში გაითქვა სახელი, როცა გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა მის მიერ რუსი თინეიჯერის, ყურანის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული ნიკიტა ჟურაველის ცემას. ამ ინციდენტის შემდეგ, ადამ კადიროვს მიანიჭეს ბევრი ჯილდო, მათ შორის "მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის ისლამის და მისი ღირებულებების განმტკიცებაში". ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომ რამზან კადიროვი - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ურყევი მოკავშირე - მძიმედ არის ავად. ასევე ნახეთ რა სჭირს კადიროვს და ვინაა აფტი ალაუდინოვი, "ფადიშაჰის" სავარაუდო მემკვიდრე? ...