„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად უკვე პირადად ავრცელებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ და აცხადებს, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა. „საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, - განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე, - რომელსაც მმართველი გუნდი უწოდებს „საყოველთაო სახალხო შეკრებას“, დევიზით „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს არის კონტრაცია ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტი ხალხმრავლი პროტესტისა, რომელიც დედაქალაქში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იმართება. ბიძინა ივანიშვლმა ასევე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“. „არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების გარედან მმართველობამ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისულფების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა. „სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშილის და მისი თანამზრახველების სადისტური არაპატრიოტული იბუნება იყო, თუმცა სინამდვილესი ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული“, - განაცხადა ივანიშვილმა. „ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ... როცა მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი ენჯეოებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა“, - განაცხადა მან. მან თქვა, რომ ეგონა, 2012 წელს შეასრულა მისია, მაგრამ „ეს მიღწევები არ აღმოჩნდა“: „პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძნობ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“. „2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩულებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილ...