დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში აანალიზებს 27 აპრილს კრასნოდარის მხარეში „კუშჩევსკაიას“ აეროდრომსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურდა 66 დრონი, რაც შეტევის მასშტაბზე მეტყველებს. ღია წყაროებში არსებული ვიდეომასალა მოწმობს, რომ აეროდრომის საწყობებში განადგურებულია ე.წ. მცორავი ბომბების რამდენიმე კომპლექტი. როგორც ბრიტანელი ექსპერტები აღნიშნავენ, „კუშჩევსკაიაში“ განლაგებულია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები Su-34-ები და Su-35-ები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის პოზიციებზე, მათ შორის მცორავი ბომბებით. „ის, რომ უკრაინას უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს რუსეთის ტაქტიკურ ავიაციას, განსაკუთრებით - მცორავი ბომბების გამოყენებას, საკვანძო მნიშვნელობისაა უფრო ფართო ფრონტის დასაცავად. ეს წარმატებული დარტყმა რუსეთს, სავარაუდოდ, აიძულებს, კიდევ უფრო მეტად გაფანტოს გამანადგურებლები, ასევე დისლოკაცია შეუცვალოს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რათა გამოასწოროს თავდაცვის პრობლემები“, - დაასკვნის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ანგარიშში. ...