„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტები პარლამენტიდან, ლეონიზის ქუჩის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ წავიდნენ. დემონსტრანტების ნაწილი ასევე რჩება პარლამენტის წინა და უკანა მხარეს და, ასევე, გვერდითა შესასვლელებთან. პარლამენტთან აქციაზე ვითარება საღამოს 9 საათისთვის დაიძაბა, - იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარული სესია, რომელზეც მეორე მოსმენით დაიწყო „აგენტების კანონის“ განხილვა, დასრულდა. დემონსტრანტებმა სცადეს, პარლამენტისთვის წრე შემოერტყათ, თუმცა პოლიციამ მათ არ მისცა პარლამენტის გვერდითა შესასვლელების ბლოკირების საშუალება. მოხდა შეხლა-შემოხლაა პოლიციასა და დემონტრანტებს შორის. „მონებო! მონებო!“ - სკანდირებენ დემონსტრანტები. три აქციის მონაწილეებს ხელები აქვთ აწეული იმის ნიშნად, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანია. ისინი ამჟამად სულხან-საბას ქუჩაზე არიან, ლეონიძის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის გზაზე მდებარეობს. ასევე ნახეთ პლენარული სესიის დასრულებისას პარლამენტთან ვითარება დაიძაბა ...