30 აპრილს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე, რომელსაც წიწაკის სპრეი თვალებში შეასხეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გაუწია დახმარება. გამოცემა „ტაბულას“ გავრცელებულ კადრებში ჩანს გონებადაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისკენ მიარბენინებენ. три სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტები, ლიკა ზაკაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი. три ტვ პირველის ცნობით, პარლამენტთან დაშავდა „ილიაუნის“ ლექტორი ალიკა კუპრავაც. три ...