თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე "პუბლიკის" ჟურნალისტები, ბასტი მგალობლიშვილი და ლიკა ზაკაშვილი დაშავდნენ. დაშავებულების ფოტოებს თავად გამოცემა ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამასთან, პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე დემონსტრანტს. „მთავარი არხის“ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი სახეში მუშტს ურტყამს ერთ-ერთ დემონსტრანტს. იმავე ადგილას კიდევ რამდენიმე დემონსტრანტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. три შსს-მ მოგვიანებით დაადასტურა სპეც.საშუალების გამოყენება, თუმცა გამოყენებული ნივთიერების ტიპი, როგორც წინა შემთხვევებში, არც დღეს დაუზუსტებია. შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ სხვადასხვა საგანი ესროლეს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებს შსს. ...