თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.три 30 აპრილის დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე, რომელსაც წიწაკის სპრეი თვალებში შეასხეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გაუწია დახმარება. გამოცემა „ტაბულას“ გავრცელებულ კადრებში ჩანს გონებადაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისკენ მიარბენინებენ. три მასალა განახლებადია ...