ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. დაკავება მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. არასამთაბრობო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ რათა გააპროტეატონ თბილოსში მიმდინარე მშვიდობიამი აქციის დარბევა. აქციის მონაწილეება მეერიის წინ მოტანილი აქვთ მონიტორი, სადაც დედაქალაქში მიმდინარე აქციას ადევნებენ თვალს. ადგილზე მობილიზებულია პოლოცია. “თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, სადაც ხელისუფლება სასტიკად უსწორდება მომიტინგეებს, ჩვენ შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ამ სისასტიკეს, რასაც სრულიად უკანონოდ იყენებს ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”, - თქვა აქციაზე მყოფმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ. ...