წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაღუპა და სამი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები. ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა იყო 29 აპრილსაც. დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. 30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული. ასევე ნახეთ გაიზარდა ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი - 30 აპრილი გლოვის დღეა ...