ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა. 1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის წევრები დაეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. три ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობამ საქართველოს პოლიციას მიმართა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ. კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს. „ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - წერია Anonymous-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებულ მიმართვაში. ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფი მიმართავს „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიასაც“ – „გახსოვდეთ, საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება. გველოდეთ.“ три საერთაშორისო ქსელის, Anonymous-ის(ანონიმების) წევრები, რომლებიც თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ, აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან. „ანონიმებს” მიაწერენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობაზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას. მათ გაუთიშავთ აშშ-ის, ისრაელის, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების და კორპორაციების, PayPal-ი, MasterCard-ი, Visa-ს და Sony-ს საიტები. Anonymous-ი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჰაკერთა მოძრაობამ პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის სახელმწიფო უწყებების და მედიის საიტებზე განხორციელებულ არაერთ კიბერშეტევაზე. ასევე ნახეთ კიდევ რომელი რუსული საიტი გავთიშოთ? - Anonymous-ი პუტინის წინააღმდეგ დღეს, 1 მაისს, Anonymous-მა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზეც. ჰაკერი აქტივისტების მოძრაობა კანონპროექტს უწოდებს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც ემუქრება თავისუფლებას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. Anonymous-ი პარალელებს ავლებს სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გამოყენებულ რეპრესიულ ზომებთან და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღე...