30 აპრილსა და 1 მაისის ღამეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. განცხადებაში წერია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში. „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, ასევე, გამოიყენეს წყლის ჭავლი. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ასევე ნახეთ ნიღბიანი სპეცრაზმელი დემონსტრანტებს სახეში ურტყამს - კადრები საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი. ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა ექვსი პოლიციელი - შს მინისტრის მოადგილე ...