ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გაურკვეველი წარმოშობის „მხუთავი აირის“ გამოყენებაში დაადანაშაულა. „საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში, ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები გამოყენებული“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. შს მინისტრის მიერ ნახსენებ მხუთავ აირს უწოდებენ ქიმიურ ნივთიერებას, ფორმულით CO. ასევე ნახეთ თუ ძალადობას არ შეწყვეტენ, იძულებული ვიქნებით, დავშალოთ აქცია - მინისტრის მოადგილე ასევე ნახეთ საია მოუწოდებს შსს-ს, უარი თქვას ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა საპოლიციო სპეციალური საშუალებები. თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - ტვ პირველის კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება სავარაუდოდ რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო - კადრებში, რომელსაც მედია არვცელებს, ის კინო რუსთაველის შენობის წინ ჩანს და სავარაუდოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟთან მიჰყავთ აქციის სხვა მონაწილეებს. პირველ მაისს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, - ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, - „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო - 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ. წინა ღამეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურადაც გაუსწორდა. „აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით. 13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებ...