პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო უწყვეტი, ხალხმრავალი პროტესტის ფონზე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აზიარებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს კართან აბრაზე მიკრული წარწერის ფოტოს, რომელზეც წერია: "ღრუსეთის საელჩო". დეპუტატი წერს, რომ ის, ვინც ეს გააკეთა, "უსამშობლოა." წილოსანის თქმით, "მსგავსი უამრავი შემთხვევა გამოვლინდა" თბილისში აქციების დროსაც, რაც მისთვის იმის ნიშანია, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტივიზმის ამ ფორმას მიმართავენ, "ტვინი აქვთ გამორეცხილი" და სჯერათ, რომ "საკუთარი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად უნდა ჰყვარებოდათ". "აქ არც კანონშია საქმე და არც ხელისუფლებაში, უბრალოდ ამ ახალგაზრდებს ძალიან დიდხანს ურეცხავდნენ ტვინს, აჯერებდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად უნდა ჰყვარებოდათ.. ლოზუნგებზე და ბანერებზე წარწერები - არა რუსულ კანონს, სრულებით არ ახდენს იმის პრევენციას, რასაც ფოტოზე ვხედავთ, შემდეგ ამ ყველაფერს ემატება ფოტოს სიამაყით დამდები მედია საშუალება და მთელი ანტიქართული პროპაგანდის ჯაჭვი. მთელი რიგი სისტემები და ადამიანები, რომლებიც საზოგადოების აზრს აყალიბებდნენ წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ მივჩვეულიყავით სამშობლოს გინებას და მასში ყოველთვის ცუდი დაგვენახა. საკუთარ ქვეყანას რუსეთი უწოდო, ესეც ხომ დიდი გეგმის ნაწილია. შენი ქვეყანა, რეპუტაციულად თუ მიწასთან არ გაასწორე, რაა მამული?! - სწორედ ამ ქვეტექსტით მოქმედებდნენ დიდი ხნის განმავლობაში", - წერს დეპუტატი და აცხადებს, რომ გამოწვევა მიღებულია. "საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია. შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე ნოთ ქულ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება !!!" - წერს ნინო წილოსანი. "აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. თბილისში ორი კვირაა იმართება აქციები იმ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად ცდილობს "რუსულ კანონად" წოდებული კანონის მიღებას, მკვეთრად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება ამ შიშების პასუხად იყენებს ტერმინს "ღირსებით ევროპისკენ" და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე უარს არ ამბობს და ამ გზაზე თავის პრინციპებს დაიცავს. საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრო...