საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, ოთხი ქალი მსჯავრდებულია, ხოლო რვა მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს. ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 2023 წლის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაში მოანაწილეობის შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. ...