დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება. „დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან“, - წერია მოკლედ განცხადებაში, რომელიც 3 მაისს გავრცელდა პლატფორმა X-ზე. „აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში. три ...