სერბეთის პარლამენტმა ხმათა დიდი უპირატესობით დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომლის ორი წევრი გასული წლის შემდეგ აშშ-ის სანქციათა სიაშია შეყვანილი. საკანონმდებლო ორგანომ 2 მაისს 152 ხმით 61-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი ახალ მთავრობას. თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა 250 დეპუტატიდან მხოლოდ 213-მა მიიღო. კენჭისყრის წინ დებატები ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. ახალ მთავრობაში იქნებიან 25 მინისტრი და ხუთი უპორტფელო მინისტრი. კაბინეტის ორი წევრი, რომლებსაც აშშ-ის სანქციები ეხებათ, არის ალექსანდარ ვულინი, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს და ნენად პოპოვიჩი, რომელიც იქნება ერთ-ერთი უპორტფელო მინისტრი. ვულინი არის სერბეთის BIA-ის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორი. მას აშშ-მა სანქციები დაუწესა "კორუმპირებული და დესტაბილიზაციის მომტანი ნაბიჯებისთვის, რომლებმაც ასევე ხელი შეუწყო რეგიონში რუსეთის მავნებლურ ქმედებებს". პოპოვიჩი ბიზნესმენია და სანქციების სიაში შეყვანილ იქნა გავრცელებული ცნობების გამო, რომ "მუშაობს ან მუშაობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ელექტრონულ სექტორში". აშშ-მა "იმედგაცრუება" გამოხატა, რომ აშშ-ის სანქციათა სიაში შეყვანილი ეს ორი პირი ახალი მთავრობის შემადგენლობაში დაამტკიცეს. ასევე ნახეთ სერბეთის თქმით, მისთვის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა „სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს“ წარმოადგენს ...