რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშინაო და საგარეო პროცესებს თავისი ინტერესების სასარგებლოდ აღიქვამს და, დიდი ალბათობით, უკრაინაში აგრესიულ ტაქტიკას გააგრძელებს, თუმცა ომი, სავარაუდოდ, მალე არ დასრულდება - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა 2 მაისს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს უთხრა, რომ რუსეთმა გააძლიერა შეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე იმისთვის, რომ შეამციროს კიევის შესაძლებლობები არმიის გადაადგილების სფეროში, შეანელოს თავდაცვის წარმოება და კიევი აიძულოს, მოლაპარაკებაზე წავიდეს. რუსეთის მზარდად აგრესიული ტაქტიკა მიზნად ისახავს უკრაინისთვის სიგნალის გაგზავნას, რომ ბრძოლის გაგრძელება მხოლოდ ზიანს გაზრდის, - ამბობს ჰეინსი. ასევე ნახეთ ზელენსკი განიხილავს უკრაინის მზაობას დასავლეთის იარაღის მისაღებად ...