პრორუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ახლო მოკავშირემ არტიომ მარჩევსკიმ დატოვა პრაღა და სლოვაკეთში გაემგზავრა მას მერე, რაც ჩეხეთის მთავრობამ მას დაუწესა სანქციები იმისთვის, რომ ჩეხეთის ტერიტორიაზე შეეცადა მოსკოვის ინტერესების შესაბამისი “გავლენის ოპერაცია” ჩაეტარებინა. 2 მაისს მარჩევსკის ადვოკატსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით მედია იტყობინებოდა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ მას დროებითი დახმარების სტატუსი შესთავაზა. მარჩევსკის უკრაინის და რუსეთის პასპორტები აქვს. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იტყობინებოდა, რომ პრაღაში მოქმედ ახალი ამბების პრომოსკოვურ საიტ Voice Of Europe-ს მედვედჩუკი და მარჩევსკი ამუშავებდნენ. გერმანული გამოცემა წერს, რომ ამ საიტს საკვანძო როლი აკისრია ევროპარლამენტში კრემლის მომხრე დეპუტატების დაფინანსებაში. ასევე ნახეთ რას მოასწავებს სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულად მიჩნეული პელეგრინის გამარჯვება? ...