ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობის დაპირისპირებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ გუშინ, 2 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. „ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, - დაწერა სააკაშვილმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 2 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს. შეხვედრებზე განსახილველ თემებში დასახელებული იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა. ასევე ნახეთ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს ამერიკელ დიპლომატს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი „დათქმით“ მიიწვიეს, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. „გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, - განაცხადა საგარეო უწყებამ. სამინისტრომ აღნიშნა, რომ „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. ასევე ნახეთ აშშ-ში იმ დათქმით მიგვიწვიეს, რომ კანონის განხილვა დროებით შეჩერებულიყო - საგარეო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, ვაშინგტონში 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 11 დღეში დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ეს ნაბიჯი შეთანხმებული იყო მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან. ასევე ნახეთ კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა ...