Reuters - ის ცნობით, კერძო სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა უკრაინის ცენტრალურ კიროვოგრადის რეგიონში 3 მაისს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ერთმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ტელეგრამის არხით ისე, რომ დამატებითი დეტალები არ გაუმხელია. რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გასულ თვეებში, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ისედაც განადგურებულ ენერგეტიკულ ქსელს და ინფრასტრუქტურას, მაშინ როცა კიევი საჰაერო თავდაცვის ძლიერ დეფიციტს განიცდის. ასევე ნახეთ მაკრონი: დასავლეთის ჯარები შეიძლება შევიდნენ უკრაინაში, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევს ...