ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა (WHO) 3 მაისს მოუწოდა ქვეყნებს, შეათანხმონ მომავალ პანდემიებთან ბრძოლის თაობაზე ხელშეკრულება, რადგან ამ თვეში იწურება ამ თემაზე მოლაპარაკებების ვადები. პანდემიებთან ბრძოლის ახალი შეთანხმების და არსებული წესების განახლების მიზანია მსოფლიოს უკეთ დაცვა ახალი პათოგენებისგან COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, რასაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. შეთანხმებით, ქვეყნებმა უნდა დაასრულონ დოკუმენტის გარშემო მოლაპარაკება 10 მაისისთვის და მისი მიღება უნდა მოხდეს თვის ბოლოსთვის, ორგანიზაციის წლიურ შეხვედრაზე. თუმცა წყაროები, რომლებიც მის განხილვის პროცესში არიან ჩართული, იტყობინებიან, რომ დიდია აზრთა სხვადასხვაობა. ტედროს ადჰამონ ღერბეიესუსმა მიმართა ქვეყნებს დროულად მიიღონ დოკუმენტი და მათ კი, ვინც არ ეთანხმება მას, თავი შეიკავონ, არ გადაუღობონ გზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 194 წევრს კონსენსუსისკენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გარშემოც უთანხმოებაა ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებსა და განვითარებად სახელმწიფოებს შორის არის ვაქცინების და მედიკამენტების სამართლიანი განაწილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კოვიდის პანდემიის პერიოდის შეცდომები. ბევრი მემარჯვენე პოლიტიკოსი ისეთ ქვენებში, როგორიცაა აშშ და ავსტრალია, ასევე აკრიტიკებენ შეთანხმებას, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა და მისი შესრულება ყველას მოვალეობა იქნება. მათი აზრით, გაეროს სააგენტოს ზედმეტად ბევრი უფლებები ენიჭება. ასევე ნახეთ ჯანმო: ხარვეზებმა კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში შეიძლება ახალი, სასიკვდილო ვარიანტის შესაქმნელად წინაპირობები გააჩინოს ...