თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა 3 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ისრაელთან ვაჭრობის შეჩერების შესახებ, მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს ქვეყანა, შეწყვიტოს ცეცხლი ღაზის სექტორში. 2 მაისს გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების უკანასკნელი ნიშანია. "ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რათა ვაიძულოთ ისრაელი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების შეშვება" ღაზაში, განუცხადა ერდოანმა ბიზნესმენების ჯგუფს სტამბოლში. უკვე აპრილში, თურქეთმა, - ერთ-ერთმა მცირეთაგანმა მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნებისგან, რომლებიც ისრაელს აღიარებენ, - განაცხადა ექსპორტის შეზღუდვის შესახებ ისრაელში, რაც ვრცელდება პროდუქციის 54 სახეობაზე - რკინა და ფოლადიდან თვითმფრინავის საავიაციო საწვავამდე. "ჩვენ არ მივდევთ მტრობასა და კონფლიქტს ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ერდოანმა. "ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის, სისხლის ან ცრემლების დანახვა ჩვენს გეოგრაფიაში". "ჩვენ ვიცით, რომ სწორი რამ გავაკეთეთ". ღაზის სექტორი განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია ისრაელის ომით ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია) წინააღმდეგ და რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო. გაერო და ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები გაფრთხილებას გამოთქვამენ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ. ომი დაიწყო ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმით ისრაელზე, 7 ოქტომბერს, რის შედეგადაც დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობა, ისრაელის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. ისრაელის შეფასებით, ღაზაში კვლავ რჩება 129 მძევალი, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა თავდასხმის დროს შეიპყრეს. სამხედროების თქმით, მათგან 34 - დაღუპულია. ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე არსებული ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად, ღაზაში დაიღუპა 34 600 ადამიანი - უმეტესად ქალები და ბავშვები. ასევე ნახეთ ერდოანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა ...