პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი X-ზე, ინგლისურად წერს, რომ ევროპელი და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით გაუმჭვირვალედ ფინანსდება რადიკალური საქმიანობა და ასევე, თეთრდება უცხოელების ფული პოლიტიკური პარტიების მიერ. პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე აქვეყნებს ბანერს, რომელიც, მისი განცხადებით, მოძრაობა „სირცხვილიას“ ეკუთვნის. „ეს მხიარული ბანერი ეკუთვნის საქართველოში მოქმედ რადიკალურ არასამთავრობო ორგანიზაციას - „მოძრაობა სირცხვილიას“. მასზე გამოსახულია მოლოტოვის კოქტეილი უკრაინის დროშის ფერებში, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებით და წარწერით - „მე ვისროლე“, რითაც ადასტურებს ამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების ფაქტს, რაც პირველად მოხდა ქუჩის დემონსტრაციების დროს, ერთი წლის წინ“, - წერს შალვა პაპუაშვილი. три „სირცხვილიას“ დამფინანსებლებად ის ასახელებს დემოკრატიის ეროვნულ ფონდსა (NED) და დემოკრატიის ევროპულ ფონდს (EED), რომელთა ფინანსებიც, მისი თქმით, გაუმჭვირვალეა და „ავტორიტეტული უცხოელი კოლეგები, კერძო საუბრებში, ამას აღიარებენ“. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ, „აგენტების კანონის’ გაწვევის შემდეგ, ამ ორგანიზაციებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა გამჭვირვალობის პრობლემა კვლავ რჩება; ხოლო პრობლემა მხოლოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არ არის და ირღვევა პარტიების დაფინანსების კანონიც. „NED-ი და EED-ი საქართველოში, ირიბად, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, რადგან მათი ფინანსები იმ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც ეს პოლიტიკური პარტიები მართავენ და იყენებენ უცხოური ფულის გათეთრების მექანიზმად და უცხოეთის დემოკრატიულ დახმარებას პოლიტიკურ ფულად აქცევენ. საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას, რაც ასევე, საერთაშორისო ნორმაა“, - აღნიშნავს პაპუაშვილი, რომელიც არ აკონკრეტებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს. ამბობს, რომ მათ ყველა იცნობს. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ასევე, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში არასამთავრობო ორგანიზაციებს NED-ის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უჭერს მხარს. აქვე ის ასახელებს ევროპარლამენტის წევრს - დევიდ მაკალისტერს, რომელმაც, მისი თქმით, სოლიდარობა გამოხატა საქართველოში მიმდინარე პროტესტის მიმართ. "ბატონი მაკალისტერი დემოკრატიის ევროპულ ფონდის (EED)" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა", - წერს პაპუაშვილი. „ირონიაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, თავად არიან გაუმჭვირვალე. ჩვენ კვლავ მივესალმებით მათთან თანამშრომლობას, მაგრამ NED-ი და EED-ი უნდა იყვნენ ფოკუსირებული იმაზე, რისთვისაც შეიქმნენ: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე და არა რადიკალ...