თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, 5-6 მაისს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტია დანიშნული, რომლებიც მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან. ავტობუსები 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები გადიან მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ...