გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში გამოიძახა რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი - კონსულტაციების გამართვისთვის მას შემდეგ, რაც მოსკოვს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევების წარმოებაში. ელჩი გერმანიაში ერთ კვირას დაჰყოფს და გამოაკლდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციას. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები "მიუღებელია და უშედეგოდ არ დარჩება". მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. 7 მაისს მოსკოვში დანიშნულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია, მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ. ასევე ნახეთ რუსეთმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა მოსკოვის ტაძარში გამოთქმული სიტყვებისთვის ...