დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა. BBC-ს და Sky News-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ჰაკერებმა შეაღწიეს სამხედრო მოსამსახურეების და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემების ბაზაში. არაოფიციალური ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მომხდარის შესახებ პარლამენტს დღეს, 7 მაისს, აცნობებს. BBC-სთვის კიბერთავდასხმის ორგანიზატორი უცნობია. Sky News-ის თანახმად, ჰაკერებს კავშირი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა კონკრეტულ ქვეყანას არ დაასახელებს. BBC-ს ცნობით, ჰაკერებმა შეაღწიეს სისტემაში, სადაც ინახება ინფორმაცია სამხედროთა ხელფასის და საბანკო ანგარიშების შესახებ. სავარაუდოა, რომ ჰაკერებს წვდომა ჰქონდათ თანამშრომელთა ბინის მისამართებზეც. კიბერშეტევა არ შეხებია თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემთა ბაზას. ასევე ნახეთ ჩეხეთის უწყებებს რუსეთის ჰაკერები ესხმიან თავს. გერმანიამ რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა მმართველ პარტიაზე კიბერთავდასხმის გამო მაისის დასაწყისში, კიბერშეტევების გამო რუსეთი დაადანაშაულეს გერმანიამ და ჩეხეთმა. მათი გამოძიების თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებზე კიბერთავდასხმები განახორციელეს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირის მქონე ჰაკერებმა. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ რუსეთიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი, ალექსანდერ ლამბსდორფი. გერმანიაში კიბერშეტევები იყო მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის და ლოგისტიკის, თავდაცვის, ავიაციის და ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების საიტებზე. გერმანიის მთავრობამ კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო. მოსკოვში ამას უარყოფენ. ...