„განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა“, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. წვიმის გამო დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხეც და ჩამოიშალა ფერდის ნაწილი. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ...