2019 წლის 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევისას დაშავებული მაკო გომური, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში უჩიოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე ყველა დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს." სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მაკოსთვის სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა საქართველოს. "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საიას, რომ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს მხარდამხარ იბრძვის 20 ივნისის საქმეზე. სამწუხარო ისაა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება და საქმის ნაწილობრივ დამთავრება ქართულ სასამართლოს სტრასბურგმა დაასწრო და ამით კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, რამდენად იწელება ამ ქვეყანაში ყველა პროცესი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. თავისთავად, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ დადგინდა 20 ივნისის სამართლებრივი დარღვევები, ძალის გადამეტება და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა. ბევრ ადამიანს გვიწევს ბევრ ფრონტზე ბრძოლა. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, თუმცა საჭიროა, რომ ყველა მხრიდან ვაგრძნობინოთ ხელისუფლებას ჩვენი აქტიურობა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაკო. მაკოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი დავა აქვს საქართველოს სასამართლოებშიც - გარდა იმისა, რომ პროკურატურისგან ითხოვს იმ პოლიციელების პოვნას, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს დამიზნებით იყენებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას და შრომისუნარიანობის დაქვეითებისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდას. ასევე, 2023 წლის დეკემბერში მაკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, გაუქმდეს „პოლიციის შესახებ“ კანონის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე ანიჭებს რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას. ასევე ნახეთ მაკო გომურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 2019 წლის 20 ივნისს დაშავებულებს, სულ 26 მოსარჩელეს, 150 ათას ევროზე მეტის ოდენობის კომპენსაციები უნდა გადაუხადოს. ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას "გავრილოვის ღამით" დაშავებულთათვის 150 ათას ევროზე მეტის გადახდა დააკისრა 2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში &qu...