განცხადების მიხედვით, ძალადობაში ბრალდებული კაცი 5 მაისს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, როცა დაზარალებულებს სახეში ხელი გაარტყა. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად. აფხაზავას ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხა თავს ჯოხებით შეიარაღებული სამი ადამიანი - მასწავლებლის თქმით, ის ამ დროს თავის 20 წლის შვილთან ერთად იყო. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს. „როცა დაგვესხნენ თავს, „ნაციონალებს“ აგინებდნენ. კიდევ გასალახი ხარ, რამდენს ბედავ, ხომ არ გგონია, ამას შეგარჩენთო - მითხრეს. დღესაც მაგას ამბობენ, დღეში ხუთჯერ არის ლადო აფხაზავა საცემიო. იმათ მიაქციონ ყურადღება, ვინც არაფერს არ აპროტესტებს, ის უფრო საშიშია, ვიდრე მე“, - ამბობს ლადო აფხაზავა. ასევე ნახეთ მასწავლებელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ ლანჩხუთში თავს დაესხნენ ლადო აფხაზავა 2018 წელს გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. ამავე წელს ის მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაც მოხვდა. 2019 წლის 27 მარტს მას ჩიბათის საჯარო სკოლაში სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ასევე ნახეთ 600-მდე მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს ლადო აფხაზავას ...