სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუსის გავრცელებულ ცნობაში. დღეს, 8 მაისის საღამოს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ 20 აპრილს უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლა. დე ფაქტო "კაგებეს" მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს. ასევე ნახეთ გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. ...