აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ისრაელისთვის დიდი სიმძლავრის საბრძოლო მასალის მიწოდება ვაშინგტონის შეშფოთების ფონზე ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ქალაქ რაფაჰში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი იარაღის მიწოდება ისრაელისთვის, ადრე Axios-ი იტყობინებოდა წყაროებზე დაყრდნობით. მოგვიანებით ინფორმაცია The New York Times-მა და Associated Press-მა დაადასტურეს ასევე წყაროებზე დაყრდნობით. 8 მაისს სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე ოსტინმა თქვა: „სიტუაციის შეფასების შემდეგ, ჩვენ შევაჩერეთ დიდი სიმძლავრის საბრძოლო მასალის ერთი პარტიის მიწოდება. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს მიწოდება“, - იტყობინება Reuters-ი. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება ისრაელის შესაძლო ოპერაციას რაფაჰში, შიშობს რა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ბედის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა საბრძოლო მასალის ერთი პარტიის მიწოდების შეჩერება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ისრაელისთვის სხვა პარტიების მიწოდების „შეფასება“. დეტალები მას არ დაუსახელებია. ასევე ნახეთ NYT: აშშ-მა რაფაჰის ოპერაციის გამო შეაჩერა ისრაელისთვის ბომბების მიწოდება იტყობინებიან, რომ შეჩერებულია ისრაელში 2 ათასი გირვანქის წონის (907 კგ) 1800 ბომბის, ასევე 500-გირვანქიანი (დაახლოებით 227 კგ) 1700 ბომბის გაგზავნა. ისინი შედის არა დახმარების პაკეტში, რომელიც ახლახან მიიღო აშშ-ის კონგრესმა, არამედ ადრე დამტკიცებულ პაკეტში. მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მონაწილეობით. ამასთან, გასულ კვირაში ისრაელს ჯერ არ ჰქონდა ჩატარებული ოპერაცია რაფაჰში. ორშაბათს, მას შემდეგ, რაც კაიროში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მორიგმა რაუნდმა შედეგი არ გამოიღო, ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის რამდენიმე უბნის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ იქ ჩატარდება ოპერაცია ჰამასის დაჯგუფების წინააღმდეგ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ამის შემდეგ დაიწყო დაბომბვა. ასევე ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის მხრიდან დაიკავეს ეგვიპტის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფაჰი“. თავად ქალაქში ჯერ არ არის ქუჩის ბრძოლები. ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში თავდასხმა განახორციელა პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ჰამასმა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მი...