მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა მისმა ძმამ - ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. „ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - დაწერა ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკში. გია ჯაფარიძე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მოკლე კომენტარი მისცა კლინიკაში შესვლამდე. „რაც ხდება ქვეყანაში, ის მოხდა - რუსები დამესხნენ თავს. ორი ნამდვილად მახსოვს, შეიძლება სამი ან მეტი იყო თავდამსხმელი. სახლთან დამხვდნენ. პირდაპირ ცემა დაიწყეს, ბევრი მირტყამდა რაღაც ჯოხებს - ამბობდნენ, რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს“, - თქვა გია ჯაფარიძემ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის თქმით, ჯაფარიძეს კლინიკაში ტოვებენ მკურნალობისა და კვლევების ჩატარების მიზნით. „ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და უტარდება კვლევები. ქალა-ტვინის ტრავმა არის, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში“, - თქვა ექიმმა გია ჯაფარიძის შესახებ. 8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ასევე ნახეთ ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ - ჩიქოვანი ნაცემია მეორე დღეა, დაუდგენელი პირები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს პირად სატელეფონო ნომრებზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს დღესაც ურეკავენ, თუმცა უკვე ქართული ნომრებიდან აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას თბილისში ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ წელს ამ კანონპროექტს მიიღებენ. ასევე ნახეთ „შემომხედეთ ერთ თვალში მაინც“ - აქციაზე ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა „აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწ...