იმ დროს, როცა ახალგაზრდა ქალი ვარჯიშობდა, პარკში იმართებოდა 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, დაკავშირებული ღონისძიება. "დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ, საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა. შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს სადაც ხალხი იდგა, იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში-მეთქი, მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა და მეორე მხრიდან გაგაცილებთ ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო", - წერს ნესტან ანანიძე ფეისბუკზე. ასევე ნახეთ პოსტერები ოფისების და სახლების კედლებზე, წარწერები მანქანებზე - თბილისში სიძულვილის ახალი კამპანია დაიწყო „აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა. ...