ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორს, მოჰამად რასულოფს, განაჩენი გამოუტანა და გაროზგვა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისმა ადვოკატმა ბაბაქ ფაქნიამ 8 მაისს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მის კლიენტს მხოლოდ ხუთი წლით მოუწევს საპატიმროში ყოფნა, მაგრამ დაჯარიმდება და ქონებას ჩამოართმევენ. ფაქნიას თქმით, მოჰამად რასულოფი გაასამართლეს „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულების“ ბრალდებით. დასავლელმა უფლებადამცველებმა და კინომრეწველობის წარმომადგენლებმა დაგმეს ირანის ქმედებები რასულოფის წინააღმდეგ და მოითხოვეს მისი გათავისუფლება. რასულოფის ფილმი სახელწოდებით „წმინდა ფიკუსის თესლი“ (The Seed Of The Sacred Fig) ამ თვეში კანის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. კინორეჟისორმა 2020 წელს ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა ფილმისთვის „ბოროტი არ არსებობს“. ფილმში მოთხრობილია ოთხი ამბავი, რომლებიც დაკავშირებულია ირანში სიკვდილით დასჯის თემასთან და ჩაგვრის პირობებში მყოფი ადამიანების თავისუფლებებთან. ასევე ნახეთ უფლებადამცველები: შარშან ირანში პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი ასევე ნახეთ ირანის ხელისუფლება აპატიმრებს კინოსტუდიის თანამშრომლებს, ჩხრეკას ატარებს მათ სახლებსა და ოფისებში ასევე ნახეთ ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორ ჯაფარ ფანაჰის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა ...