უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან ღამით განხორციელებული მორიგი დარტყმების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მძიმედ დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა - აცხადებენ რეგიონული ოფიციალური პირები და არმიის წარმომადგენლები 9 მაისს. რუსეთის მხრიდან ცეცხლს სამხრეთის ქალაქ ნიკოპოლში ემსხვერპლნენ 62 წლის კაცი და 65 წლის ქალი, დაიჭრა კიდევ ორი პირი, დაზიანდა სახლები და გზები - წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი ტელეგრამით. მდინარე დნეპრის მეორე სანაპიროდან რუსეთის ძალები ხშირად უხსნიან ცეცხლს ნიკოპოლს და უკრაინის სხვა ქალაქებს. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ სისტემატურად მიაქვთ იერიშები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე, რაც იწვევს სერიოზულ ზიანს და ელექტროენერგიის დეფიციტს როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის. უკრაინის კომპანია Ukrhydroenerho 9 მაისს აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად მძიმედ დაზიანდა ორი ჰიდროელექტროსადგური და ისინი გათიშულია. კომპანია სადგურებს არ ასახელებს. ასევე ნახეთ უკრაინაში დაადასტურეს დრონებით დარტყმა ანაპასთან მდებარე ნავთობის ბაზებზე ...