ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარებს მიწვევის მიუხედავად საქართველოს მთავრობის წევრები არ ესწრებიან. ღონისძიების მასპინძელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ღონისძიების პარალელურად საქართველოს მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ "ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი". три დღევანდელი ღონისძიების გახსნის წინ, მედიასთან საუბარში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მოხარულია ევროპის დღის აღნიშვნით საქართველოში, ვინაიდან წელს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. ამასთან ელჩმა ისაუბრა, "აგენტების კანონის" გამო არსებულ საზოგადოებრივ დაძაბულობასა და კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ანგარიშსწორებაზე. ასევე ნახეთ "არ მსურს ხალხი დაისაჯოს, თითოეული ადამიანი დაზარალდება” - ჰერჩინსკი "აგენტების კანონის" შესაძლო შედეგებზე მისი სიტყვებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, რათა კანონი არ იქნეს მიღებული და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს არ მოუწიოთ შედეგებზე რეაგირების გზების ძიება. "აგენტების კანონის" მწვავე კრიტიკის და განცხადებების ფონზე, რომ მისი მიღება ააცდენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ამავდროულად ირწმუნება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასევე ნახეთ უცხოელი პარტნიორები "ოცნების" შეჩერებას ცდილობენ - "აგენტების კანონი" წყალგამყოფია ...