ამასთან, უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც "კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს." შსს-ს თანახმად, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის N22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. “საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს”. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძის დაკავებისა და სხვადასხვა ტიპის იარაღის კადრებიც გაავრცელა. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/lqkwyDAVCSc?&&&fs=1&enablejsapi=1") გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნებისა“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტების, ასევე იუსტიციის სამინისტროს საიტის დროებით გათიშვის შესახებ. საიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. შსს-ს მიერ იარაღის კადრების გავრცელების შემდეგ, უჩა აბაშიძის დედამ, ლია თოდუამ, თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა შსს-ს ვიდეოდან სქრინშოტი, იარაღის აღწერით: "უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული." три სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს. ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში. უჩა აბაშიძის მეგობარმა, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მისი დაკავების შემდეგ თქვა, რომ უჩა აბაშიძეს აქვს დრონის ნაწილები და ეარსოფტის იარაღი, მას გაფორმებული აქვს ტაბელური იარაღიც. თუთბერიძის თანახმად, თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა, ის "პოლიციის მიერ იქნება ჩადებული". უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეებიც. ისინი სკანდირებდნენ: "უჩა! უჩა!" პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ: "მონებო". ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ...