დასავლელი მოკავშირეები უკრაინას მიაწვდიან სამ მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას ანუ HIMARS-ს - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 9 მაისს. "ისინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგიდანაა და მათ საფასურს ჩვენ გადავიხდით", - თქვა პისტორიუსმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ. HIMARS-ი არის სარაკეტო დანადგარი, რომელსაც სატვირთო მანქანაზე ამაგრებენ და რომელსაც შეუძლია სწრაფი ციკლით გაუშვას რამდენიმე მართული რაკეტა. უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტები 80 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს. ასევე ნახეთ ოსტინი ქვეყნებს მოუწოდებს, Patriot-ის ტიპის საჰაერო სისტემები უკრაინას გადასცენ ...