უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი სერგი რუდი. ზელენსკიმ შესაბამისი განკარგულება გასცა ორ დღეში მას მერე, რაც რუდის ორ თანამშრომელს ბრალი დასდეს პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში. ამ კვირაში უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ორი პირი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომლებსაც ბრალად დასდეს შეთქმულება ზელენსკისა და სხვა მაღალი რანგის მოხელეების მკვლელობის მიზნით. რუდი ამ სამმართველოს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის და მთავრობის ხელმძღვანელი პირების დაცვა აკისრია, 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ასევე ნახეთ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიბერუსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი ასევე ნახეთ ზელენსკიმ აღნიშნა 800 დღის გასვლა უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრიდან ...