შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს და მის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს მსვლელობით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11 მოქალაქე დააკავა. მათგან ხუთი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე ნახეთ ჭავჭავაძეზე მსვლელობისას, სავარაუდოდ, შვიდი ადამიანი დააკავეს - რა ვიცით მათზე ბლოგერ უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, გამოძიება დაწყებულია კიბერდანაშაულის მიმართულებითაც. უჩა აბაშიძე ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე ნახეთ უჩა აბაშიძე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს - სახალხო დამცველი ...