ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების მსვლელობისას „ექსცესების თავიდან აცილების“ მიზნით დაიკეტება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ 10 მაისს, ქაშვეთის ტაძარში მომხდარი „ინციდენტის“ გამო, ტაძრის კარს საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ. „10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. три დეკანოზი დავით დელიბაშვილი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ეუბნება, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი იქ მყოფ ადამიანებს, მათ შორის, სასულიერო პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს: დავით დელიბაშვილი „საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში ვიყავით მე, მწირველი მღვდელი, პროტოდიაკონი და მედავითნე. სამზადისში ვიყავით წირვის დაწყებისთვის, როცა სამი ახალგაზრდა შემოვიდა და პირველი, რაც გავიგე, ხმაური და უპატივცემლო მოქმედობა იყო. ხმაურით შემოვიდნენ, ნასვამები იყვნენ, როგორც ეტყობოდათ. მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა, შემდეგ ხმაურზე მეც გამოვედი, ვთხოვე, რომ გარეთ გამოსულიყვნენ. გამომყვნენ გარეთ, მაგრამ კიდევ გაღრმავდა ინციდენტი და მათი მხრიდან დაიწყო პროვოკაციული მოქმედება და მუქარები. გვემუქრებოდნენ, სულ რამდენიმე დღე დაგვაცადეთ და თქვენ გიჩვენებთო. შემდეგ წესრიგისკენ მოვუწოდე... რა წესები, ჩვენ წესებს არ ვემორჩილებითო“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დაშლის დროს, აქციის მონაწილეები, მათ შორის, დაშავებულები, ქაშვეთის ეკლესიას აფარებდნენ თავს. 11 მაისს თბილისში ევროპის მარში იმართება. მოქალაქეები საღამოს 7 საათიდან რამდენიმე ადგილას, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო 300 არაგველთან და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - ეს არის ევროპის მარშის მთავარი გზავნილი. თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა. საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაშალეს სამართალდამცავებმა. დაშლის დროს გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ინფორმაციას არ ადასტურებს შსს, თუმცა, აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი აქციის დ...