შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯმურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი. Nemo-ს მაქსიმალური, 12 ქულა მიანიჭა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმაც. ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი. ფინალურ კონცერტზე კი ნუცა ბუზალაძემ, 34 ქულით (19 - მაყურებლის, 15 - ეროვნული ჟიურის), 21-ე ადგილი დაიკავა. საქართველოდან მაყურებლის მიერ მიცემული ქულები ასე გადანაწილდა: 12 - უკრაინა 10 - სომხეთი 9 - ისრაელი საქართველოში ევროვიზიის კონცერტი პირდაპირ ეთერში „პირველმა არხმა“ გადასცა. 2025 წელს ევროვიზია შვეიცარიაში გაიმართება. ...