"ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს აფიქსირებს. დაშინების ტაქტიკა მათ ვერ აკავებს, ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, წვიმიან თბილისში გარეთ გამოვიდა იმისთვის, რომ ქართული ოცნებისთვის კანონმდებლობის უკან გაწვევა მოეთხოვათ" - წერს ჯეიკ სალივანი. три თბილისში პროტესტი ხელისუფლების მიერ დღის წესრიგში მეორედ დაბრუნებულ "აგენტების კანონს" მოყვა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ხალხმრავალი, უწყვეტი დემონტრაციების ფონზე. სადავო კანონპროექტის განხილვა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი "რუსულ კანონად" მიიჩნევს, 13 მაისს უნდა განახლდეს საკანონმდებლო ორგანოში - პროტესტის მონაწილეები წინა საღამოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათენებას. ასევე ნახეთ კვირას, 12 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტთან ღამისთევა იგეგმება ...