"საქმესთან დაკავშირებით ვერ ვსაუბრობთ, ხელი გვაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე" - უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ის ამ საქმეში უჩა აბაშიძის უფლებადამცველის სტატუსით ჩართული იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე - ამის შემდეგ პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. "მე გვიან ჩავერთე საქმეში, გავეცნობი საქმის მასალებს, დუმილის უფლებას იყენებს, მომდევნო კვირაში აუცილებლად ვინახულებ" - თქვა სხდომის შემდეგ მარიამ იაშვილის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ. "ბრალდებას არ აღიარებს" - უთხრა მედიას უჩა აბაშიძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სხდომის დასრულების შემდეგ და კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი იმ პროცედურულ დარღვევებზე, რასაც აბაშიძის სახლის ჩხრეკისას და დაკავებისას ჰქონდა ადგილი. три საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შესახებ მსჯელობის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და კადრები, სადაც ნაჩვენებია ბრალდებულების სახლიდან ამოღებული ჩამწერი მოწყობილობები. განცხადებაში კი წერია, რომ მარიამ იაშვილის სახლში "ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში." კადრებში ჩანს რომ ჩამწერი მოწყობილობის დეტალი დევს ხელჩანთაში. три "2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ" - წერს პროკურატურა. ასევე ნახეთ ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი ცოლის, მარიამ იაშვილის საქმეს სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს მარიამ იაშვილის და უჩა აბაშიძის სასამართლო პროცესი ერთად იმართება; ამ საქმეზე გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა“. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გარდა ამისა, უჩა აბაძიძეს დამატებით გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ასევე ნახეთ უჩა აბაშიძის დაკავება: ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით ...