საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 13 მაისიდან ამოქმედდება - სწორედ ამ დროს ახლდება კომიტეტში "აგენტების კანონის" განხილვა. უსაფრთხოების "ყვითელი დონის" გააქტიურებისას პარლამენტში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს, ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედიან რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტებიც. "დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე" - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული, რა ვადამდე იმუშავებს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი. 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტი "აგენტების კანონს" სწორედ ამ განსაკუთრებულ რეჟიმში განიხილავს. ასევე ნახეთ მიზანი იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება - პაპუაშვილი ონლაინმედიის ჟურნალისტების პარლამენტში არდაშვებაზე 13 მაისს, "აგენტების კანონის" იურიდიულ კომიტეტში განხილვაა დაგეგმილი, პლენარულ სხდომაზე მისი გატანა და სავარაუდოდ კენჭისყრაც, 14 მაისს გაიმართება. პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვის წინ, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები დღეს, 12 მაისს საღამოს 22 საათიდან პარლამენტთან აპირებენ შეკრებას და საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გათენებას. მათი გეგმაა, პროტესტით შეხვდნენ ორშაბათს დაანონსებულ საკომიტეტო მოსმენას. იურიდიული კომიტეტის სხდომა 13 მაისს, დილის 9 საათზეა ჩანიშნული. ასევე ნახეთ კვირას, 12 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტთან ღამისთევა იგეგმება ...